» » როჯერ ფედერერის კიდევ ერთი მიღწევა

როჯერ ფედერერის კიდევ ერთი მიღწევა


როჯერ ფედერერი მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალშია. განა ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე ხომ უკვე 101 მოგებული ტიტულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფედერერი გრუნტის საფარზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.
 
როჯერ ფედერერმა 3 წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის მასტერსზე ჩასვლა გადაწყვიტა და საუკეთესო რვაშიც დამსახურებულად გავიდა. როჯერმა, გაელ მონფისს დაძაბულ 3 სეტიან  თრილერში აჯობა და მეოთხედფინალში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. 
 
გაელ მონფისთან გამარჯვება ფედერერისთვის კარიერაში საიუბილეო - 1200-ე იყო და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ჩოგბურთის ისტორიაში კი ყველაზე მეტი მოგება ჯიმი კონორსის ანგარიშზეა. ამერიკელმა მეჩოგნემ კორტი გამარჯვებულმა 1256-ჯერ დატოვა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესამე ადგილზე 929 მოგებით რაფაელ ნადალია.
 
სტატისტიკისთვის ისიც ვთქვათ, რომ როჯერ ფედერერს 70 ფინალი ჰარდის საფარზე, 18 ბალახზე, ხოლო 11 გრუნტზე აქვს მოგებული.скачать dle 12.1

მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
Наверх