» » როჯერ ფედერერი მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალშია. განა ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე ხომ უკვე 101 მოგებული ტიტულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფედერერი გრუნტის საფარზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.

როჯერ ფედერერი მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალშია. განა ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე ხომ უკვე 101 მოგებული ტიტულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფედერერი გრუნტის საფარზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.



ერთია, ზოგჯერ ეს ყველაფერი მახინჯ ფორმებს იღებს, მითუმეტეს ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებში.
 
ამ სიაში არ ვწერთ ფეხბურთელთა შვილებზე, რადგან ასე მამა–შვილ ფეხბურთელებზე გამოგვივა სტატია და შორს წავალთ: ფრენკ ლამპარდი, ჟორდი კრუიფი, პაოლო მალდინი...
 
განსხვავებულია მარიო ბალოტელის შემთხვევა. მდიდარი იტალიური ოჯახუ რომ არა, ვინ იცის, საერთოდ გახდებოდა ფეხბურთელი?       
 
ჯანლუკა ვიალი (იტალია)
 
მამამისი ქალაქ კრემონაში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლდათ. ოჯახი ცხოვრობდა XV საუკუნეში აშენებულ ციხე–სიმაგრეში, რომელშიც 60 ოთახი იყო.
 
ვიალიმ თამაში კრემონეზეში დაიწყო, მერე კი სამპდორიას, იუვენტუსისა და ჩელსის ვარსკვლავი გახდა. შარშან სიმსივნე დაამარცხა. თანაც ისე, რომ ოჯახს არ გააგებინა, ჩუმად მკურნალობდა: არ მინდოდა, მათ თვალებში ცრემლი დამენახაო...
 
ანდრეა პირლო (იტალია)
 
ბევრმა არ იცის, რომ პირლოს მამა იტალიაში ცნობილი ფოლადის ქარხნის დამფუძნებელია. პირლოს შეეძლო უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა, ისედაც დიდი შემოსავალი ჰქონდა ოჯახს. პატარა ანდრეა ბრეშას აკადემიაში ვარჯიშით თავს იკლავდა.

 
კაკა (ბრაზილია)
 
მამამისი ცნობილი ინჟინერი იყო და ელიტაშიც შედიოდა. ბრაზილიაში მითუმეტეს იშვიათია, რომ მდიდარი მამის შვილი ფეხბურთელი ხდებოდეს. მითუმეტეს, რა ფეხბურთელი...

 
ოლივერ ბირჰოფი (გერმანია)
 
მამამისი, როლფ ბირჰოფი, ენერგომაგნატი გახლდათ და არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროპული მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო სფეროში. სხვადასხვა რესურსების შედეგად, ბირჰოფის მამა ყველანაირად ეხმარებოდა ოლივერს.
 
მარიო ბალოტელი (იტალია)
 
მარიოს ბიოლოგიური დედ–მამა განელები არიან, ორი წლის ბავშვი ჩააბარეს ბალოტელების ოჯახს. როგორც თავად განაცხადეს, სიღარიბის გამო: უბრალოდ, ვერ ზრდიდნენ... მოკლედ, მარიო ბალოტელი ქალაქ ბრეშაში, დიდძალი ფულის მქონე ოჯახში გაიზარდა.
 
რობინ ვან პერსი (ჰოლანდია)
 
მამამისი, ბობ ვან პერსი, ცნობილი მხატვარია.  ბობს სურდა, რომ შვილიც თავის კვალზე წაეყვანა, მაგრამ რობინს ბურთი იზიდავდა და მინდორზე ხატავდა. მომავალში ბობ ვან პერსიმ გამოფენა მოაწყო ინგლისში.   
 
უგო ლორისი (საფრანგეთი)
 
მონტე–კარლოს ერთ–ერთი ბანკირის შვილია. უგო ლორისი ნიცაში დაიბადა და გაიზარდა, 13 წლამდე ჩოგბურთს თამაშობდა და დიდ იმედებსაც იძლეოდა. სხვათა შორის, სკოლაშიც ერთ–ერთი საუკეთესო მოსწავლე ყოფილა.
 
მარიო გიოტცე (გერმანია)
 
მამამისი, იურგენ გიოტცე, დორტმუნდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ხშირად დაუწერით, რომ იურგენ გიოტცე შვილებს ცოტა არასპორტული მხრიდანაც ეხმარებოდა კარიერის აწყობაში. გავლენა... მართალია, გერმანიაა და არა საქართველო, მაგრამ მაინც.
 
ჟერარ პიკე (ესპანეთი)
 
მამამისი ცნობილი ადვოკატი და ბიზნესმენი იყო, დედა კი – კლინიკის დირექტორი. და არა მხოლოდ ეს. პიკეს ბაბუა ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტია. შესაძლოა, ბარსას აკადემიაში მოხვედრაც ბაბუის გავლენით მოხდა, მაგრამ მოგვიანებით პიკემ საქმით დაამტკიცა, რომ ლა მასიაში არ შემცდარან.

 
 
აჰმედ–ჰოსამ მიდო (ეგვიპტე)
 
ჰოსამ ვასფი (მიდოს მამა) ცნობილი პიროვნება იყო ქაიროში. მრავალმხრივი ბიზნესი ჰქონდა. მიდო აიაქსში აიყვანეს და თავიდან მართლაც მაგარი იყო, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ნაკლებ არ თამაშობდა, მაგრამ მერე... ცა და დედამიწა.   скачать dle 12.1

მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
Наверх