» » 5 გოლი 18 წუთში! - "სიტიმ" პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

5 გოლი 18 წუთში! - "სიტიმ" პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა


ახლახანს, "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისურ პრემიერ ლიგაში უპრეცენდენტო რეკორდი დაამყარა. კლუბმა ეს ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში "უოტფორდის" წინააღმდეგ შეძლო.

მე-18 წუთისთვის, "ქალაქელებს" მეტოქე გუნდის კარში უკვე 5 გოლი ჰქონდათ გატანილი, ისე რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. მონაცემთა ბაზა "Opta" საკუთარი "ტვიტერის" ვებგვერდზე გვატყობინებს, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, აქამდე ეს ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული შეხვედრა 8:0 ანგარიშით დასრულდა.

6 ტურის დასრულების შემდგომ, "მანჩესტერ სიტიმ" აქტივში 13 ქულის მოგროვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე კი "ლივერპული" იმყოფება. თავის მხრივ, "უოტფორდი" 2 ქულით უკანასკნელ, მე-20 ადგილზეა.скачать dle 12.1

მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
Наверх