» » დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა

დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა

Sport365.ge აგრძელებს პროექტს - "გაიცანი" სპორტსმენი. დღეს ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის დავიდ ვილას ისტორიას შემოგთავაზებთ. 
ისტორიას ორ ნაწილად დავყოფთ. ნაწილი სწორედ ამ სტატიაში ეწერება. მის გაგრძელებას კი ხვალ იხილავთ. 
"არსებობს ლეგენდა, რომელზეც დედაჩემი მეუბნება, რომ სიმართლეა. დავბრუნდეთ წარსულში - კერძოდ კი 1981 წელს ესპანეთის პატარა ქალაქ ტულიაში. დედაჩემა აღმოაჩინა, რომ ფეხძიმედ იყო, ყოველივე ეს კი მას და მამაჩემს ძალიან გაუხარდათ, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ გოგო ეყოლებოდათ და მათ პატარა გოგონას და ეყოლებოდა.
როდესაც ექიმთან მივიდნენ, გაიგეს, რომ ბიჭი უნდა ჰყოლოდათ, რაზეც მამაჩემის პირველი რეაქცია ასეთი იყო:
"ბიჭი! ის ჩემი პატარა ფეხბურთელი იქნება!". ეს მამაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ის პატარა სახლში ჩემს დასთან და დედაჩემთან ერთად ცხოვრობდა. მათ კი ფეხბურთის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ.
მამაჩემს თავს სრულიად მარტო გრძნობდა და მას პარტნიორი ესაჭიროებოდა. მას ექიმის კაბინეტში ალბათ ჩემი საწვრთნელი პროცესი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა. ჩემი ოჯახი ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა და ტუილაში ოჯახების უმეტესობა ასეა.
მამაჩემი ნახშირის შახტაში მუშაობდა. მთელი ღამის განმავლობაში ის 800 მეტრის სიღრმეზე ჩადიოდა, რათა ჩვენს ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა.
ეს ძალიან რთული და სახიფათო სამუშაო იყო. ერთ ღამესაც გავიგეთ, რომ შახტაში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მან გამოსვლა შეძლო. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, მახსოვს როგორ მოგვიყვა, თუ როგორ გამოვიდა შახტიდან და ვინ დაეხმარა მას.
საბედნიეროდ, ბევრი მეშახტე არ იყო ისეთი იღბლიანი, როგორც მამაჩემი. ზოგიერთი რამდენიმე დღე გაიჭედა ქვემოთ, ზოგმა კი საერთოდ ვერ გამოაღწია. მამაჩემი სიცოცხლეს სწირავდა და უნდოდა, რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა.
მის გარეშე, "ვალენსიაში", მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონაში" თამაშზე ვერც კი ვიოცნებებდი. ვერასდროს ვერ მოვიგებდი მსოფლიო თასსა და გავხდებოდი "ნიუ იორკ სიტის" ფეხბურთელი.
ჯანდაბა, მე წესივრად სირბილსაც ვერ შევძლებდი. ეს შეიძლება ხუმრობით ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა. მამაჩემის გარეშე ჩემი ერთი ფეხი მეორეზე გრძელი იქნებოდა. ტულია სამუშაო კლასის ქალაქი იყო, თუმცა იქ მუდიამ სიმხიარულე იგრძნობოდა.
ხალხი ქუჩაში ცეკვავდა და ქუჩები ბავშვებით სავსე იყო. ჩემს ბავშვობას მთელს მსოფლიოში არაფერზე არ გავცვლიდი. ჩემს მშობლებს პატარა სახლი ჰქონდათ, რომელიც მეგობრებითა და ნათესავებით მუდამი სავსე იყო.
მახსოვს, როგორ ვთამაშობდი ჩემს სახლში ფეხბურთს. ფეხბურთს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ბურთი ქაღალდისგან მქონდა შექმნილი. დედაჩემი არ მაძლევდა უფლებას ნამდვილი ბურთით მეთამაშა, იმიტომ, რომ ეშინოდა რაიმე არ დამემტვრია.
ვფიქრობ, კარგი დარტყმა, რომელიც მე მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა (იცინის). ტულია არ ჰგავს დიდ ქალაქებს, სადაც ყველგან შეგიძლია ნახო მოედანი, სადაც ფეხბურთის თამაში შეგეძლება. მე და ჩემს მეგობრებს ამისთვის იმპროვიზაცია გვჭირდებოდა.
ფეხბურთს ჩვენ ქუჩებსა და სკვერებში და ავსტოსადგომზე ვთამაშობდით. როდესაც 4 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაშის დროს ზედ ჩემზე დიდი ბიჭი დამეცა და ფეხი მოვიტეხე. ექიმებს სხვა გზა არ ჰქონდათ დარჩენილი - ერთი ფეხი მოკლე უნდა დამრჩენილიყო. მამაჩემა ყველაფერი გააკეთა, რომ გამოსავალი ეპოვნა.
მან ნახა ექიმი, რომელსაც თეორია ჰქონდა. დამაწვინეს საავადმყოფოში, ფეხებზე საწონები დამმკიდეს და ასე მკურნალობდნენ. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ უნდა გამეკეთებინა, რომ ძვალი გაზრდილიყო.
საავადმყოფოდან, რომ გამოვედი ფეხბურთის თამაში დავიწყე და ორივე ფეხით თამაშს შევეჩვიე. მამაჩემი არის ადამიანი, ვინც ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ჩემთვის არამხოლოდ მამა იყო, არამედ მეგობარიც.
მას ფეხბურთზე დავყავდი, უყურებდა ჩემს ვარჯიშებს და რჩევებს მაძლევდა. მის გარეშე დავიკარგებოდი. დღეს თუ წარმატებული ვარ, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა.
როდესაც მამაჩემი სახლიდან გასული იყო, ჩვენთან დიდ დროს დედაჩემი ატარებდა, რომელიც დიასახლისი იყო. ის ცდილობდა ჩემზე და ჩემს დაზე ეზრუნა და სკოლაში ვეტარებინეთ. მან და მამაჩემა მე და ჩემს დას ყველაფერი მოგვცეს. ვისურვებდი, ჩემმა შვილმა ლუკამ მომავალში იგივე დაინახოს, რასაც მე მამაჩემში ვხედავ.
ის ჩემთვის სამაგალითო პიროვნებაა. მან ბევრი რამ განიცადა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა თავი ბედნიერად წარმოეჩინა. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რაც მან მომცა ის იყო, რომ ყოველთვის ბევრი მემუშავა. "მარტო ნიჭს აზრი არ აქვს. საჭიროა, რომ ყოველდღიურად უფრო მოინდომო და ყველაფერი გააუმჯობესო", - მეუბნებოდა მამაჩემი.
ეს არასდროს დამავიწყდება...скачать dle 12.1

Похожие публикации

комментариев

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
Наверх