» » კალაძემ მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

კალაძემ მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინისა და მის შვილ დანიელს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

“როგორც იცით, პაოლო მალდინი მის შვილთან ერთად კორონავირუსითაა დაავადებული. დღეს მქონდა კომუნიკაცია და ის უკეთესად გრძნობს თავს. იტალიაში მთელი საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. შეიძლება, ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ რეგიონშია”, – განაცხადა კალაძემ.

скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები / სხვა
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх