» » "ატალანტას" ოთხი წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ატალანტას" ოთხი წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ატალანტას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამწუხარო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლუბის ორი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ სკაუტი ალბინო ბრონი და ახალგაზრდული გუნდის მასაჟისტი სევერინო პოსენტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "კოვიდ-19"-მა "ატალანტა" დაამწუხრა. ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალნენ ახალგაზრდულ გუნდში დასაქმებული ენცო მარანდო და ენცო დონინუ.

შეგახსენებთ, რომ პანდემია იტალიაში მძვინვარებს - დრამატული მასშტაბებით იმატებს როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх