» » "რეალი" ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს: ძალიან სამწუხარო ინფორმაცია

"რეალი" ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს: ძალიან სამწუხარო ინფორმაცია

მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა "სამეფო კლუბის" ვებგვერდზე.

21 მარტს, დღის მეორე ნახევარში, სუნთქვის უკმარისობით, 76 წლის ფუნქციონერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ამას გარდა, უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში, ლორენცოს მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა.

მისი სიტუაცია დაამძიმა ლორენცოს ჰიპერტონიამ და თირკმელების უკმარისობამ.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო სანსი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო. მისი ხელმძღვანელობით, "რეალმა" 1997/98 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსი" დაამარცხა.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх