» » "UFC": კიდევ ერთი ახალი ამბავი ხაბიბისა და ტონის ბრძოლაზე

"UFC": კიდევ ერთი ახალი ამბავი ხაბიბისა და ტონის ბრძოლაზე

"UFC"-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მსუბუქი წონის ტიტულისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის მოახლოებული ბრძოლა აუცილებლად გაიმართება.

შეხვედრა 18 აპრილისთვისა ჩანიშნული, თუმცაღა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება დაპირისპირება.

თავდაპირველად, ხაბიბისა და ფერგიუსონის ჩხუბი ნიუ-იორკში უნდა ჩატარებულიყო, თუმცაღა, ქალაქი კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა.

არსებობდა ბრძოლის ლას-ვეგასში გადატანის ალტერნატივაც, მაგრამ ნევადას შტატის ხელისუფლება ორგანიზაციას კატეგორიულად წინ აღუდგა.

საინტერესოა, მართლაც ჩატარდება თუ არა მრავალგზის გადადებული ბრძოლა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ამერიკის შერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დრამატულად იმატებს.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх