» » რუგანის მიჯნური: "ოთხი თვის ფეხმძიმე ვარ და კორონავირუსი მეც დამიდგინდა"

რუგანის მიჯნური: "ოთხი თვის ფეხმძიმე ვარ და კორონავირუსი მეც დამიდგინდა"

იტალიის ჩემპიონატში, პირველი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, გახლდათ "იუვენტუსის" მცველი დანიელე რუგანი. დიაგნოზის ოფიციალურად დასმის შემდგომ, დაავადება რუგანის თანაგუნდელ ბლეზ ბატუიდისაც დაუდგინეს.

ახლახანს, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი რუგანის მეორე ნახევარმა, მიკაელა პერისკომაც აჩვენა. ეს ამბავი გოგონამ საკუთარი სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" მეშვეობით თავის 600 ათას ხელმომწერს გაუზიარა.

რუგანის შეყვარებული ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია და არ დამალა, რომ ვირუსი მას ძალიან აშინებს:

"მეოთხე თვეა, რაც მე ფეხმძიმედ ვარ. რა ხდება ამ დროს? იმედი მაქვს, რომ კორონავირუსი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. ექიმები მარწმუნებენ, რომ პრობლემები არ შემექმნება, მაგრამ აბა ჩააყენეთ საკუთარი თავი ჩემს მდგომარეობაში. ეს უსაზღვროდ მაშინებს." - აღნიშნა გოგონამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ყველაზე დიდი კერა ევროპაში სწორედ იტალიაა, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად დრამატული მასშტაბებით იმატებს.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх