ტრიპიერი: “დიეგო კოშტა დღეში ათჯერ “რუნის” მეძახის”

[xfgiven_ingredients]

Ингредиенты

[xfvalue_ingredients]
[/xfgiven_ingredients]

“ატლეტიკოს” მარჯვენა მცველმა, კიერან ტრიპიერმა განაცხადა, რომ დიეგო კოშტა ყველაზე მხიარული ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც უთამაშია.
ინგლისელი მცველი ამბობს, რომ “ატლეტიკოში” ძალიან კარგი გარემოა შექმნილი.
“დიეგო კოშა დღეში ათჯერ “რუნის” მეძახის. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ სხვებმა გაიცინონ, მაგრამ მე არ მწყინს. ყველას მიგვაჩნია, რომ ეს სახალისოა. მას პრემიერ ლიგიდან ვიცნობ და შემიძლია, ვთქვა, რომ ყველაზე მხიარული ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია. გუნდში დიდებული ატმესფეროა, ყველა ხუმრობს, მაგრამ კოშტა გამორჩეულია”, – უთხრა ტრიპიერმა “მარკას”.


скачать dle 12.1
Вернуться назад