ბართომეუ: “მესის კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს”

14-июл, 01;09 levan 101
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებს და კარიერას სწორედ კატალონიელთა რიგებში დაასრულებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მესისა და “ბარსელონას” პრეზიდენტს შორის უთანხმოებაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, მესი კლუბს დატოვებს.

“ჩვენ ვისაუბრეთ, ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ლიონელ მესისთან. მას კარიერის დასრულება აქ სურს და რა თქმა უნდა, კონტრაქტს გავახანგძლივებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გუნდში დარჩება”, – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Goal.Com.

шаблоны для dle 11.2