შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

14-июл, 01;13 levan 156
12 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2008 წელს შოთა არველაძემ “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგაში ითამაშა, გიორგი ქოჩორაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სწორედ “ლევანტეს” რიგებიდან გამოჩნდა ლა ლიგაში. გიორგის დებიუტს სწორედ შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს”, – წერს შოთა.

ქოჩორაშვილმა დღეს 89-ე წუთზე რუბენ როჩინა შეცვალა და “ბილბაოს” წინააღმდეგ ითამაშა. გიორგი ბოლო რამდენიმე შეხვედრაა “ლევანტეს” განაცხადში ხვდებოდა და მისი დებიუტი უბრალოდ დროის საკითხი იყო.

“ლევანტეს” ლა ლიგაში 43 ქულა აქვს და გავარდნა არ ემუქრება.шаблоны для dle 11.2