'მოსკოვში დაბრუნების არ შერცხვებათ'? - რას წერენ რუსები მატჩის შემდეგ

18-сен, 11;49 errora12 408

ევროპალიგის III საკვალიფიკაციო წრეში თბილისის ლოკომოტივმა სენსაციურად დაამარცხა მოსკოვის დინამო (2:1) და შემდეგ წრეში გავიდა. ამ მარცხს რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - რუსული კლუბი წყვილის აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და მისი მარცხი ამ ეტაპზე არც განიხილებოდა. ასე რომ, ეს წაგება რუსული ფეხბურთის უდიდეს სირცხვილად ჩაითვალა.

ვასილი უტკინი (ცნობილი კომენტატორი და ბლოგერი): "ასეთი მატჩების ყურება, როგორიც ლოკომოტივი-დინამო იყო, აუცილებელი სულაც არ არის. მაგრამ ხომ არიან დინამოს ფანებიც - მძიმე ტვრითია ამ კლუბის ფანობა. სხვა დანაჩენზე კი ანგარიში მეტყველებს - გამარჯვება ნორმალურია, მარცხი კი - კატასტროფა. სულ ორბალიანი შეფასებაა. რუსეთის მე-6 კლუბი აგებს 1:2-ს და ვარდება. რა შეიძლება ამაზე თქვა, ლანძღვაც გვიანია, არადა სურვილი არის, ადრე იყო საჭირო ჭკვიანი ადამიანების მოსმენა. ახლა კი თქვენ ორდეცი შეგრჩათ პიზიდან, როგორც ერთ ძველ ანეკდოტშია. არ აგერიოთ, ახალი ანეკდოტები დინამოზე არ არსებობს, არც იქნება".

ალექსანდრ ბუბნოვი (ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო ექსპერტი): "იმის გათვალისწინებით, თუ რა ფული იდება დინამოში, ამ ეტაპზე გამოვარდნა სამარცხვინოა. შესაძლოა, დინამოს შემადგენლობა ათჯერ უფრო ძვირია ლოკომოტივისაზე, ქართულმა გუნდმა კარგად ითამაშა. ქართველებს ტექნიკა ყოველთვის ჰქონდათ, ლოკომოტივი კი დაცვაშიც კარგად მოქმედებდა. გუნდს მაღალი კლასის მეკარე ჰყავს".

ილია გერკუსი (რუსი საფეხბურთო ფუნქციონერი): "მოსკოვის დინამო ნახევრად სამოყვარულო კლუბმა გააგდო. ასე არ შეიძლება".

sports.ru-ს კომენტარებში რუსი ფანები გაოცებასა და აღშფოთებას ვერ მალავენ. "რა საშინელი სირცხვილია, ეს უკვე ფსკერია. შარშან აზერბაიჯანელების "გრანდმა" შეგვარცხვინა, ახლა ქართულმა"; "სრული სვლით ფსკერისკენ მივექანებით"; "ადრე ევროგაზაფხულისთვის ვიბრძოდით, ახლა კიდევ ევროშემოდგომისთვის. საით მიექანება რუსული ფეხბურთი"; "დინამო საქართველოს ჩემპიონატის საშუალო გუნდთან არ უნდა ვარდებოდეს, ეს დიდი სირცხვილია, მოსკოვში დაბრუნების არ რცხვენიათ"?шаблоны для dle 11.2