
“იუვენტუსის ექს-ფეხბურთელი: “რონალდუ თანაგუნდელებსა და იტალიელებს პატივს არ სცემს”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა პასკუალე ბრუნომ გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა:
“ის უცოდინარია. უკვე ორი წელი გავიდა, რაც იტალიაშია და ამ დრომდე ვერ ისწავლა ჩენი ენა. ის ესპანურად საუბრობს. რონალდუ პატივს არ სცემს არც თანაგუნდელებს და არც იტალიელებს”.
პასკუელა ბრუნო “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 1987-დან 1990 წლამდე იცავდა. მან “იუვენტუსის” შემადგენლობაში იტალიის თასი და უეფას თასი მოიგო.
