სულშერი: “ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”

04-ноя, 15;31 errora12 109

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სულშერმა, “ბაშაქშეჰირთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “წითელმა ეშმაკუნებმა” ჩემპიონთა ლიგაზე უკვე შეძლეს “პარი სენ-ჟერმენისა” (1:2) და “ლაიფციგის” (5:0) დამარცხება.

“არსენალთან” განცდილი მარცხის გამო ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. სტაბილურობა გვჭირდება, თითოეული ფეხბურთელის მხრიდან. მთავარი შრომაა.
გასულ სეზონში, როდესაც სტაბილურად თამაშის უნარი გამოვიმუშავეთ, პრემიერ ლიგა მესამე ადგილზე დავასრულეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ.

ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ტაქტიკით გამოვალთ მოედანზე, მთავარია, რომ ჩვენ სათამაშო სტილს არ ვუღალატოთ,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.шаблоны для dle 11.2