რაიან გიგზი დააკავეს

04-ноя, 15;33 errora12 138

"მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ გოგონაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უელსის ნაკრების მწვრთნელის სახლში პოლიცია კვირას, ღამით გამოიძახეს. გიგზი მეგობარ გოგონაზე, ქეით გრევილზე ძალადობისა და მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებით საკანში გადაიყვანეს.

46 წლის მწვრთნელი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

სამშაბათს, გიგზს პრესკონფერენცია უნდა გაემართა და უელსის ნაკრების უახლოესი მატჩებისათვის შემადგენლობა გამოეცხადებინა, თუმცა ეს პრესკონფერენცია გადაიდო.шаблоны для dle 11.2