დეშამი: "გრიზმანის სიტუაცია საერთოდ არ მაწუხებს"

13-июл, 14;20 errora12 123
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის ბოლოდროინდელი წარუმატებლობა არ ანაღვლებს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

"გრიზმანის სიტუაცია საერთოდ არ მაწუხებს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება", - ციტირებს დეშამის სიტყვებს RTL.

"ყველა ფეხბურთელს აქვს პერიოდი, როცა საქმე ცოტა რთულად მიდის. ნას ამასთან გამკლავება შეუძლია", - დასძინა სპეციალისტმა.шаблоны для dle 11.2