» » "ვითარება კიდევ უფრო გართულდება, ვხედავ უზარმაზარ ტალღას რომელსაც ვერავინ გააჩერებს" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

"ვითარება კიდევ უფრო გართულდება, ვხედავ უზარმაზარ ტალღას რომელსაც ვერავინ გააჩერებს" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება


2009 წელი, 26 ოქტომბერი

ვხედავ, საქართველოში ძალიან დაიძაბება შიდაპოლიტიკა. ოპოზიცია საერთოდ იშლება, ისინი, ყოველთვის ვწინასწარმეტყველებდი, რომ არასდროს გაერთიანდებოდნენ. პირიქით, დაიქსაქსებიან, ყველა ცალკე თამაშს იწყებს. მოკლედ, ხალხი მათ არ მიჰყვება. ქართველებმა ოპოზიციის მიმართ რწმენა ძალიან დაკარგეს. ვიმეორებ, ისინი საბოლოოდ იშლებიან.
მომავალში კი ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს. ფრთხილად, პოლიტიკოსებო, ფრთხილად! მოდის ახალი ძალა, ძალა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს და რომელიც ბევრ შადიმანს გადარეცხავს ქართული პოლიტიკიდან. საქართველოს და ჩემს ხალხს სჭირდება საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსები.

ვხედავ წამყვანი სახელმწიფოების უკან დახევას, რასაც რუსეთი გამარჯვებას დაარქმევს; დიახ, რუსული პოლიტიკის გამარჯვებას ევროპაში და იწყებს მოქმედებას. ევროპა ორად იხლიჩება. რუსებს ევროპის ის ნაწილი დაუპირისპირდება, რომლებმაც იწვნიეს საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის აგრესია საკუთარ ქვეყანაში და იქნება დიდი გამოსვლები. ვხედავ, რუსეთი ძალიან დიდ თამაშს იწყებს, აკრძალულ თამაშს. აი მაშინ გამოცდის ევროპა საკუთარ თავზე რუსულ აგრესიას. ახლა ჩვენ ვადევნოთ თვალყური მოვლენებს.
ქართული პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. საქართველო თვითონ წყვეტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს. ევროპის კარნახი, დიახ, კარნახი, არ გვჭირდება. საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო კანონებით დაცულია, ევროპა კი, რუსეთთან ერთად, ამ კანონებს ვერ დაარღვევს. ამერიკა ძალიან გაცოფდება ევროპაზე და თუკი აქამდე რამეზე თავს იკავებდა, სრულად გადმოიხრება საქართველოს მხარეს. ამ დროიდან იწყება ნამდვილი დიდი პოლიტიკა ქართულ სახელმწიფოში.
რუსეთი კი თამაშს განაგრძობს, მაგრამ მათ მალე აეხდებათ ნიღაბი. თუმცა, უკვე მერამდენედ. გაზის საკითხი ევროპასთან ისევ დაიძაბება. ისევ იგივე მეორდება. ოღონდ იმ დიდი მცდელობიდან, რომ როგორმე ისევ უკრაინა დაადანაშაულოს და ევროპასთან დააპირისპიროს, რუსეთს, ვხედავ, ნამდვილად არაფერი გამოუვა. აი აქედან იწყება ყველაფერი.
გერმანიის მთავრობას – მერკელს, ვერ უშველის რუსეთის პრეზიდენტთან  მეგობრობა. საერთოდ რუსეთის მთავრობისთვის მეგობრობა უცხო სიტყვაა. თუმცა, იგივე ითქმის ევროპაზეც. ასე რომ, იქნება ევროპა-რუსეთის დიდი დაპირისპირება! ამას ვერ აიცდენს ევროპა. საჭიროა მან საკუთარი თავი დაიცვას და გამოიყენოს ის ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ უნდა აემოქმედებინა. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.
კოსმოსი აფრთხილებს ასევე რუსულ ეკლესიას, პატრიარქს რუსეთისას, თავი გაანებონ ქართულ ეკლესიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ვინაიდან  ურჯულონი ვერ შევლენ და ვერ ილოცებენ ჩვენს ეკლესიებში.
დიახ, ამაყად მდგარი ქართული ეკლესიები აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი, ელოდებიან ნამდვილ მრევლს, რომელთაც ქართველები ჰქვიათ და არა რუსები. ფრთხილად! სხვის მიწებს ეპოტინებით და საკუთარი სახლი კი თავზე გექცევათ.ისევ ვიმეორებ: ვხედავ ომებს. ჩრდილოეთ კავკასიის მთელი ზოლი ცეცხლის ალშია გახვეული. ეს არის კოსმოსის სასჯელი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ, რათა საქართველოდან განიდევნონ ურწმუნონი. მათ აღარასდროს მიეცემათ ძალა, რათა დაიპყრონ საქართველო. ეს ასეა ასი პროცენტით და ყოველივე ზუსტად ასრულდება. ამინ!

скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх