» » ''მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო..." -

''მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო..." -


საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ ფაქტს, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება მომხდარ მოვლენებზე და როგორ რჩება მთავარი ყურადღების მიღმა.
“ბავშვმა თავი მოიკლა პოლიციის დაკითხვის მერე და ერთი ბიძგი და გადავერთეთ სკოლის ლანძღვაზე და დაგვავიწყდა დაკითხვაზე ძალადობის ამბავი…
სკოლის ბავშვებმა თავიანთი თანატოლები დაჩეხეს სკოლის ეზოში და იმაზე ვლაპარაკობდით, რომ მამამ, თურმე როგორ აგინა მთავრობას, ვისთან ერთად დადგა პროტესტისას და სრულებით დაგვავიწყდა  სკოლის უკანა ეზოდან გამქრალი ფარდული, ვიღაც ბიძების დაკითხულ-დამუშავებული თინეიჯერები…. 

კაცს შვილი მოუკლეს ლოგინში და იმაზე ავვიშვიშდით, როგორ თქვა მთელი სოფელი თავს ავიფეთქებთ, თუ სიმართლეს ვერ ვიპოვითო…
19 წლის ბიჭი მოკლეს გამოძახებულმა მოძალადეებმა და ჩვენ მოვახერხეთ იუბილარი გველანძღა და დაგვვიწყებოდა, რომ ქურდული გარჩევებია მთავარი სატკივარი და არა დაქირავებული ბინა…
როდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ მთავარის მეორეხარისხოვნისაგან განსხავება? როდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება ჩვენსავე მომავალზე აისახება და გვატრიალებენ როგორც უნდათ…
კაი ბატონო, ვიჩხუბოთ იმაზე, რომ ახალგაზრდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ უნდა იქეიფონ და ნუ დავინახავთ, რომ  უფროსების დატრიალებულია ეს ტრაგედია… იმასღა ველოდები, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო. . .” – წერს რუსუდან გოცირიძე.
ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.
27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх