» » ”ციხეში უნდა ამოლპეს!” – 24 წლის ბიჭმა შეყვარებულს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევა რომელმაც მთელი თბილისი შეძრა…

”ციხეში უნდა ამოლპეს!” – 24 წლის ბიჭმა შეყვარებულს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევა რომელმაც მთელი თბილისი შეძრა…



შინაგან საქმეთა სამინისტრო შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს. პოლიციამ დააკავა 24 წლის ბიჭი, რომელმაც შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გოგოს ბენზინი მიასხდა და ცეცხლი წაუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.скачать dle 12.1


მსგავსი სიახლეები

Инопресса
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
[/banner_adjaracatfishdeskto
Наверх