გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მოთხოვნა წამოაყენა

14-июл, 00;50 levan 4 637

გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლები გამოძიებას ენდობიან. სახალხო დამცველს კი მათი უფლებების დაცვას თხოვენ, როცა მათ მიმართ ზოგიერთი არხის მხრიდან აგრესიას გრძნობენ.
 
„სახალხო დამცველს შეხვდნენ გიორგი შაქარაშვილის მშობლები, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუთსმენთან დააფიქსირებს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ და რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ, ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემატიური აგრესიისგან. ეს იყო დედის მამის მთავარი მოთხოვნა.“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.шаблоны для dle 11.2