ნიკა გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც ის და ინგა გრიგოლია ერთმანეთს შეეკამათნენ

14-июл, 19;48 levan 1 464

ნიკა გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

"მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებდნენ ყოლოდათ რესპოდენტებად მაგალითად პანდემიის სამთავრობო ექიმები, ან ახლა შაქარაშვილის საქმეზე ნებისმიერი ადვოკატი ან სხვა ფიგურანტი? აი ისინი, მთავარ არხზე მოსვლა რომ აკრძალული აქვთ, ცხადია, მთავრობის მიერ და ფეხს ვერ შემოადგმევინებ ვერას გზით.

როგორ ახერხებთ, კოლეგებო? ქებათა ქება თქვენს ნიჭსა და პროფესიულ უნარებს! ჩვენ, მაგალითად, შაქარაშვილის მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანაგუნდელებთან შეხებაც კი აკრძალული გვაქვს, არა და, (ჯანდაბას, ჩემ სუბიექტურობას დავაბრალოთ), საქმე ჩვენ ამოვწიეთ, ჩვენ გავხსენით ლამის და დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ.

შედეგი: აგრესია ოჯახის, ხელისუფლების, ადვოკატების, რა ვიცი კიდე, ბებიების, ბაბუების, მეზობლების, არსებულების თუ არარსებულების მხრიდან...

ps გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სატელევიზიო აუდიტორია ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური ტელევიზიის აუდიტორიების ჯამს, ხოლო ინტერნეტ აუდიტორია - სამჯერ. ასე რომ, რაციონალური ახსნა ზემოთ მოყვანილს ვერ ექნება. უფრო ნიჭის და უნარების ნაკლებობას ვვარაუდობ ჩვენ მხარეს. ან იქნებ რამე ჯადო ან შელოცვაა და არ ვიცი?"




шаблоны для dle 11.2