უდიდესი ტრაგედია - ყველასათვის ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

12-дек, 17;37 errora12 90

86 წლის ასაკში ცნობილი რუსი მსახიობი ვალენტინ გაფტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრი Современник ავრცელებს.
 
2019 წლის ზაფხულში მსახიობი ინსულტის გამო მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა განმეორებითი ინსულტი გახდა.
 
ვალენტინ გაფტი – თეატრისა და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, თეატრის რეჟისორი, პოეტი და მწერალი გახლდათ. კინოში შესრულებული აქვს უამრავი როლი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლებია ელდარ რიაზანოვის ფილმებში – „აღთქმული ზეცა“, „ავტოფარეხი“, „გამარჯობათ, მე თქვენი დეიდა ვარ“.
 
1984 წელს ვალენტინ გაფტს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
 
2018 წელს ვალენტინ გაფტი საქართველოს სტუმრობდა. გაფტის შეხვედრა ქართველ მაყურებელთან მოსკოვის დრამატული თეატრ „სოვრემენიკის“ თბილისში გასტროლების ფარგლებში გაიმართა.
 
„მე მიყვარს საქართველო. სამწუხაროა, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ქართველები ეკრანზე ან თეატრში. თუმცა, ლავრენტი ბერია სამჯერ ვითამაშე“, – აღნიშნა მსახიობმა თბილისში სტუმრობისას.шаблоны для dle 11.2