ჩაკვეტაძემ 2020 წელი დაასრულა

12-дек, 23;25 errora12 103

21 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გენტს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის გერმანიაში გაჰყვა, მაგრამ ჰოფენჰაიმთან თამაშში ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა. 13 დეკემბერს გენტი სტანდარდს ეთამაშება და ჩაკვეტაძე ამ მატჩის განაცხადში არ არის.
როგორც აღმოჩნდა, ქართველმა ნახევარმცველმა გერმანიაში მუხლზე დისკომფორტი იგრძნო და გადაწყდა, არ გარისკონ და 2-3 კვირის განმავლობაში გიორგი მხოლოდ ინდივიდუალურად მოემზადება. სამწუხარო რეალობის მომსწრენი ვხდებით: ჩაკვეტაძის ტრავმიანობა ქრონიკულში გადადის.
ამ სეზონში მან გენტის მაისურით მხოლოდ 4 ოფიციალურ მატჩში ითამაშა, ჯამში 237 წუთი. ამას დავუმატოთ 2 მატჩი ნაკრებში. ბოლოს 90 წუთი მან სენტ ტრუიდენთან მატჩში ითამაშა (თებერვალში). გიორგი, თითქოს, სრულად გამოჯანმრთელდა და 7 დეკემბერს დეინზესთან ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც ევროპალიგაზე თამაშის შანსიც გაჩნდა, მაგრამ...шаблоны для dle 11.2