დიდი საჩუქარი მოსახლეობას მთავრობისგან - ნახეთ რა შეღავათი გექნებათ პირველი აპრილიდან

27-мар, 20;48 errora12 21 899

თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 1-ლი აპრილიდან მგზავრს საათნახევრის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. შედეგად, მეტროსა და ავტობუსებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებსა და ვეტერანებზე მიკროავტობუსებშიც იმოქმედებს.шаблоны для dle 11.2