საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელახალი აკრძალვა და სხვა შეზღუდვები - თამარ გაბუნიამ განცხადება გააკეთა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

06-апр, 18;29 errora12 4 365

რა იქნება პირველი შეზღუდვა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დააწესებენ და მოკლე ვადაში ეფექტურ შედეგს დადებს – ამას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს.
 
 
„ასეთი ფორმულა რომ არსებობდეს, ყველას ძალიან დაგვეხმარებოდა, ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. გააჩნია, სად იქნება ყველაზე მეტი ესკალაციის შემთხვევები. თუ ეს არის სოფლად, სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, დიდ ქალაქებში – სხვა.

დიდ ქალაქებში და ზოგადად, ყველაზე ეფექტური, რაც აქამდე გვაძლევს ჩვენ ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას, ესაა ღამით გადაადგილების შეზღუდვა. პირველ რიგში ეს ძალაშია და უნდა დარჩეს.
 
 
შედეგი ეფექტური საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება, მგზავრთა ნაკადების კონტროლი. სოფლად აქტიური ტესტირება არის ის გზა, რაც ჩვენ ეფექტურად მიგვაჩნია“, – განაცხადა გაბუნიამ.шаблоны для dle 11.2