მორიგი ცუდი ამბავი - მდინარეში 15 წლის ბავშვს ეძებენ

14-июл, 00;20 levan 688

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცუდი ხილვადობის მიუხედავად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

წყარო:imedinewsшаблоны для dle 11.2